შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის

შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, ბანკის ერთ-ერთ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც გამოიყენებოდა შედუღების აპარატი. სავარაუდოდ, სწორედ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა

გამოიწვია აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.

ამჟამად სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს და მუშაობენ ყველა სხვა შესაძლო ვერსიაზეც. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები