მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის
მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე,
1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 315 დოლარია, რაც ერთ დღეში
ფასის 0.37%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ
მომენტისთვის 1 უნცია 86.48 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში
2.35%-ით დაკლებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს,1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 462
ლარის
ფარგლებში მერყეობს, 750-სინჯიანი - 347 ლარის, ხოლო 585-სინჯიანი
ოქროს ფასი 270 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.52
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.81 ლარად არის
შესაძლებელი.