პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა ერთ წელში 56.5%-ით გაიზარდა - როგორია სტუდენტების და პედაგოგების სტატისტიკა
პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა წლიურად 56.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლისთვის ქვეყანაში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფიქსირდება, 2024 წლისთვის კი მათი რიცხვი 122 იყო.

ამასთან, 2025 წელს 191 პროფესიული სასწავლებლიდან 140 საჯარო, ხოლო 51 კერძო იყო.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიურად 15.3%-ით, კურსდამთავრებულთა - 10.5%-ით, ხოლო პედაგოგების რაოდენობა თითქმის 28%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემების თანახმად:
  • 2025 წელს პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა 19 690 სტუდენტი, 2024 წელს - 17 083;
  • 2025 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 10 537-მა სტუდენტმა, 2024 წელს - 9 537-მა;
  • 2025 წელს პროფესიულ სასწავლებლებში პედაგოგების რიცხოვნობამ 7 503 შეადგინა, 2024 წელს - 5 864.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის მდგომარეობით, პროფესიული სასწავლებლებიდან უმრავლესობა თბილისში მდებარეობს, შემდეგ ადგილზეა იმერეთი და აჭარა. კერძოდ:
  • თბილისი - 51;
  • იმერეთი - 30;
  • აჭარა - 29;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 21;
  • გურია/რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი/მცხეთა-მთიანეთი - 14;
  • შიდა ქართლი - 14;
  • კახეთი - 12;
  • ქვემო ქართლი - 11;
  • სამცხე-ჯავახეთი - 9.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები