შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი
სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად
ნივთმტკიცებად ამოიღეს 49 შეკვრად
დაფასოებული, სარეალიზაციოდ
მომზადებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და
„გამოშრალი მარიხუანა“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.