სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ბათუმში,
შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“
(ს/კ 420009298) პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების არალეგალური საბითუმო/საცალო რეალიზაციის ფაქტი
გამოავლინეს.
დამკვეთის საქმიანობა ხორციელდებოდა სავალდებულო აღიარების გარეშე,
ხოლო შეფუთვის მთლიანობა დარღვეული იყო, რაც საქართველოს
კანონმდებლობით აკრძალულია.
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონის შესაბამისად
დაჯარიმდა.