შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ჰ.გ., 1998
წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. – საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში
დამალვის გზით,
სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან
საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო
საზღვარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.