თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანა აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე

ოფიცრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 809 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები