მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის

დეპარტამენტის კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულნი არიან აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაეწესათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები