ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული

თ.ფ., ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით.

ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები