„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის
წინ უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეები
შეადარა ირანის საელჩოსთან გასულ შაბათს შეკრებილ მოქალაქეებს,
რომლებიც სკანდირებდნენ: „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების
შესასრულებლად“.
„საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე ასი ადამიანი და აკეთებს
ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ამ ყველაფერს მართვა
სჭირდება“, - განაცხადა მან.
პასუხი მან გასცა ჟურნალისტის კითხვას: „რეალურად, პრობლემა არ არის
ის,
რომ ირანის საელჩოსთან ასამდე ადამიანი იკრიბება და აკეთებს [ამ]
მოწოდებებს?.. ამით არ უნდა ინტერესდებოდეს ახლა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური?“
- შაბათს, 7 მარტს, საქართველოში ირანის ისლამური
რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად
აზერბაიჯანელები აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებით დადგნენ და სამძიმარი
გამოხატეს.
- ამასთან, ისინი სკანდირებდნენ: "ხამენეი, მზად ვარ შენი
ბრძანების შესასრულებლად!"
- 2024 წლის 28 ნოემბრიდან კი რუსთაველის გამზირზე იმართება
აქციები, რომელთა მონაწილეები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მოქმედი
ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, მთავრობასა და პარლამენტს
არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ, და ითხოვენ
აქციების დროს დაპატიმრებული მონაწილეების
გათავისუფლებას.
- მთავრობა პროევროპულ, ანტისამთავრობო აქციებს უწოდებს
„გადატრიალების მცდელობას“.
რა თქვა კობახიძემ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალზე
კითხვაზე, „[ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის] არალიცენზირებული ფილიალი არ
არის მარნეულში?“ - კობახიძემ უპასუხა:
„როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე,
რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს,
რომ სახელმწიფოს რაღაც დააბრალოს, აქ ჩანს, რა მძიმეა უცხოელი აგენტის
ბედი“, - თქვა კობახიძემ.
იგი საუბრობდა თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელზე, რომელმაც,
თავის მხრივ, 4 მარტს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ილაპარაკა
ალ-მუსტაფას „საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფილიალზე საქართველოში;
- ფილიალი ქვეყანაში უკვე 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა არ
აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია.
- უნივერსიტეტს აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს
დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის
პროპაგანდისთვის“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, ირანთან
დაკავშირებული საჯარო განცხადებების გამო გამოკითხვაზე დაიბარა ყოფილი
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ყოფილი დეპუტატები, გიორგი
კანდელაკი, გივი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე, ასევე გენერალური
შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ხიდაშელი, კანდელაკი, სანიკიძე და კაპანაძე უკვე გამოჰკითხეს. გივი
თარგამაძე საზღვარგარეთაა.
- საქართველოში ეს მოვლენები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა აშშ-ისრაელის
დარტყმას ირანზე და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, შემდეგ კი
ირანისა და მისი „პროქსი“ ძალების თავდასხმებს სხვადასხვა
ქვეყანაში.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც
შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო
თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული
ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც
10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს;
- საქართველოში ეს მოვლენები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა აშშ-ისრაელის
დარტყმას ირანზე და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, შემდეგ კი
ირანისა და მისი „პროქსი“ ძალების თავდასხმებს სხვადასხვა
ქვეყანაში.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც
შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო
თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული
ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც
10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს;