გარემოს დაცვისა და სოფლის მეურვეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153)
შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან
დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, „წითელი
ნუსხით“ დაცული შურთხი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააბრუნეს, მას შსს
ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადასცეს
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს.
ორივე ფრინველს ზოოლოგიურ პარკში შესაბამისი ვეტერინარული დახმარება
გაეწია. გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდნენ
— ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, ხოლო შურთხი ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში.