ბოლო 2 დღეში ქვეყანაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ბრალდებით 51 პირი დააკავეს
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. დაკავებულია სულ 51 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა

და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების მიერ ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა შემცირებულია. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები