2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.2 მლნ აშშ
დოლარის ღირებულების 803 ტონა დაფნის ფოთოლი,
- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ექსპორტირებული დაფნის
ფოთლის რაოდენობა წლიურად 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით
(1.1 მლნ დოლარი) გაიზარდა.
„2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც,
რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია. დაფნის ფოთლის
ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი
(22%)“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.