შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულის
პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ
გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
„მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.