6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6 წლის და მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა. სრული შეზღუდვის ნაცვლად, ამ ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ტარიფი იზრდება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარით

განისაზღვრება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება და აკრძალვის გაზრდილი გადასახადით ჩანაცვლება მოქალაქეებისა და კერძო პირების ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.

ამასთან, მისივე თქმით, ძველი ავტომობილების შემოყვანაზე რეგულაციების გამკაცრება, პირველ რიგში, ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას ემსახურება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები