თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის
ქვეყნებში 7 მიმართულებით 20 ფრენა გაუქმდა.
აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით,
ისრაელური კომპანია თავისი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო ფრენებს
ასრულებს. ასევე საევაკუაციო ფრენები სრულდება ეგვიპტეში ქალაქ
ტაბადან თბილისში და პირიქით.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონში წარმოებული ომის გამო, თბილისის
აეროპორტიდან 16 ფრენაა გაუქმებული:
- თელ-ავივი - 8 რეისი;
- ქუვეითი - 1 რეისი;
- აბუდაბი - 1 რეისი;
- დუბაი - 2 რეისი;
- შარჟა - 2 რეისი;
- თეირანი - 1 რეისი;
- დოჰა - 1 რეისი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის აქტიურია დუბაის 1
რეისი, ჯედას მიმართულებით 1 რეისი და რიადის 1 რეისი.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის
მიმართულებით დაგეგმილი 4 ავიარეისი გაუქმებულია.