აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბარელი ნავთობის ფასი ვერ მიაღწევს 200 დოლარს
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის რაიტმა, 12 მარტს განაცხადა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიოში 200 დოლარს ვერ მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის შედეგად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერებს მოძრაობა არ შეუძლიათ, იტყობინება Reuters-ი, რომელიც იმოწმებს CNN-ისთვის რაიტის ნეათქვამს:

მე ვიტყოდი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ სამხედრო ოპერაციაზე და პრობლემის გადაჭრაზე ვართ ორიენტირებული“, - თქვა

მან, როდესაც ჰკითხეს, მიაღწევს თუ არა ფასი 200 დოლარს.

ამ დონეს ფასმა შეიძლება მიაღწიოს, თუ ომი გაგრძელდება, განაცხადა წინა დღეს ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

რაიტმა ასევე განუცხადა CNBC-ს ხუთშაბათს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებს ამჟამად არ შეუძლიათ გემების ესკორტირება ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ „საკმაოდ სავარაუდოა“, რომ ეს თვის ბოლომდე შესაძლებელი გახდეს.

აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციაზე საპასუხოდ, ირანმა დაიწყო სპარსეთის ყურის მიმდებარე იმ ქვეყნებისთვის ცეცხლის დაშენა, სადაც აშშ-ის ბაზებია. იბომბება ასევე ისრაელის ობიექტები. ამასთან ერთად, ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც დღიურად ატარებს 20 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც, 2024 წლის მონაცემებით მსოფლიო მოხმარების 20 პროცენტია. ამას გარდა სრუტის გავლით გადის მსოფლიო თხევადი გაზის მეხუთედი.
ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, შემდეგ ფასები შედარებით სტაბილური გახდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ტანკერებსა და ნავთობის ობიექტებზე მორიგი დარტყმების ფონზე, 12 მარტს დილით აზიის ბირჟებზე Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა ისევ 100 დოლარს გადააჭარბა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები