ბათუმში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინეს — სურსათის ეროვნულმა
სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო
გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ზ. ჭ. საქმიანობას
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული
აღიარების გარეშე ეწეოდა. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა
კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა,
დაბინძურებული ინვენტარი და თევზის გალღობის
რისკისშემცველი
მეთოდი.
აღნიშნული დარღვევების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად
აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსუბიექტებს აფრთხილებს რომ,
საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების დაცვით.