მსოფლიოში ოქროს ფასმა იკლო.
GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება
5 069 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.95%-ით კლებას წარმოადგენს. რაც
შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 82.01 დოლარი ღირს, რაც ერთ
დღიან ჭრილში 3.46%-ით შემცირებული ფასია.
ოქრო მცირედით, მაგრამ გაიაფდა საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1
გრამი 999 სინჯის ფასი 464 ლარია,
750-სინჯიანი - 348 ლარი, ხოლო
585-სინჯიანი ოქროს ფასი 271 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.41
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.73 ლარად არის
შესაძლებელი.