ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
ვიყავი რა გასულ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე, არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი მოვლენებს, არამედ ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში და მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადე ქართველ ხალხს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული

კიდევ ერთი ნაბიჯია.

„უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ევროკავშირმაც სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები