გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის
მუნიციპალიტეტში,
სოფელ უფლისციხესთან, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი
გამოავლინეს.
მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 28 კილოგრამზე
მეტი ხრამულის სახეობის თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს. ასევე დასჯადია მისი დამზადება, შეძენა, შენახვა და
გამოყენება, რადგან ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და
გარემოს.
ფაქტზე მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია — ეკიპაჟები 24-საათიან
რეჟიმში პატრულირებენ, ხოლო 2025 წელს შიდა ქართლში თევზჭერის წესების
დარღვევის 57 ფაქტი გამოვლინდა.