საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე
ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების პირადი და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში
242 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332 ლარი
შეადგინა.
საქართველოს მოქალაქის მიმართ საქმის მასალები
შემდგომი რეაგირების
მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო
უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 8 215 ლარით დაჯარიმდა.