საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის
დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა
შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ
დ.ა.-ს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. გადაუხდელობის
შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა
ბრალდებული მალევე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე
მუხლით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.