თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ა., დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1997 წელს დაბადებულ ი.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი

მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები