ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ
ნავთობის ფასი დაეცა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, მას
შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის
„ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93 დოლარს
შეადგენს.
აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით, დაახლოებით
96 დოლარამდე შემცირდა.
გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი
დღის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დიდ ვარდნას
წარმოადგენს.