სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს ინსპექტორებმა ფოთში,
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე თევზის შესაბოლ არალეგალურ
საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. არაგეგმური
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ. ჩ. პროდუქციას
ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა. საწარმოში დაფიქსირდა
ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა,
დაბინძურებული ინვენტარი და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა.
სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა
65
კილოგრამი თევზი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბიზნესოპერატორი
საქმიანობას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ
მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. გამოვლენილი
დარღვევების გამო, მეწარმე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დაჯარიმდა, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე
საწარმოო პროცესი შეუჩერდა.