კრემლის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ჩავიდა აშშ-ში,
რათა შეხვედრები გამართოს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან - იუწყება
სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს მონაცემებით, შეხვედრებზე განიხილავენ უკრაინასთან
სამშვიდობო შეთანხმებისა და რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური
თანამშრომლობის საკითხებს.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ვიზიტი ხორციელდება ცოტა ხნით ადრე
მანამ, სანამ ამოიწურება რუსეთის ნავთობის მიმართ სანქციების
შემსუბუქების ვადა. აშშ-მა ხომალდებზე უკვე დატვირთული
ნავთობის
შესყიდვაზე ნებართვა ერთი თვის ვადით, 11 აპრილამდე გასცა. აშშ-ის
ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი ამ ნაბიჯს აღწერდა ირანში ომით
ენერგეტიკის ბაზრებზე გამოწვეული მღელვარების სტაბილიზაციისკენ
მიმართულად. სანქციების შემსუბუქება მოჰყვა დმიტრიევის 12 მარტის
ვიზიტს აშშ-ში. კრემლის წარმომადგენელი მაშინ აცხადებდა, რომ
შეზღუდვები მოეხსნებოდა 100 მილიონამდე ბარელ ნავთობს.
მხარეებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ სხალი მოლაპარაკების
თაობაზე.