ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო
კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს მონაცემებით, 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური საქართველოში 17.53 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველო 101 ქვეყანას შორის 81-ე ადგილია.

აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში ინტერნეტის ფასი ყველაზე მაღალი სომხეთშია და 19.57 დოლარს აღწევს, ყველაზე იაფი კი რუსეთშია და 8.37 დოლარს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ინტერნეტის ფასები და რეიტინგში მინიჭებული

ადგილი ასე გამოყურება:
  • სომხეთი (74 ადგილი) - 19.57 დოლარი;
  • საქართველო (81 ადგილი) - 17.53 დოლარი;
  • აზერბაიჯანი (84 ადგილი) - 15.62 დოლარი;
  • თურქეთი (88 ადგილი) - 14.24 დოლარი;
  • რუსეთი (97 ადგილი) - 8.37 დოლარი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს, 101 ქვეყანას შორის ინტერნეტის საშუალო ფასი ყველაზე ძვირი კუბაშია და 214 დოლარს უტოლდება, ყველაზე იაფი კი უკრაინაშია და 6.36 დოლარს შეადგენს.

5 ქვეყანა, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირია
  • კუბა - 214 დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 94 დოლარი;
  • კატარი - 86 დოლარი;
  • ზიმბაბვე - 77 დოლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 73 დოლარი.
  • 5 ქვეყანა, სადაც ინტერნეტი ყველაზე იაფია
  • უკრაინა - 6.36 დოლარი;
  • ირანი - 6.79 დოლარი;
  • ინდოეთი - 7.30 დოლარი;
  • ნეპალი - 8.26 დოლარი;
  • რუსეთი - 8.37 დოლარი.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები