მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია.
GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება
4 746 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.97%-ით კლებას წარმოადგენს. რაც
შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 75.2 დოლარი ღირს, რაც ერთ
დღიან ჭრილში 1.32%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს,
ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ფასი 411
ლარის ფარგლებში ღირს, 750-სინჯიანი - 308 ლარის ფარგლებში, ხოლო
585-სინჯიანი ოქროს ფასი 240 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი
დაახლოებით 7 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.50
ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.