რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 746 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.97%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 75.2 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.32%-ით შემცირებული ფასია.

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს,

ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ფასი 411 ლარის ფარგლებში ღირს, 750-სინჯიანი - 308 ლარის ფარგლებში, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 240 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი დაახლოებით 7 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.50 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები