აღდგომის დღესასწაულზე მეტრო და სასაფლაოებისკენ მიმავალი ავტობუსები უფასო იქნება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსების გადაადგილებას.

მეტროს მუშაობის განრიგი
თბილისის მეტრო 11 აპრილის ღამეს გახანგრძლივებული გრაფიკით, 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს.

უფასო მგზავრობა: 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მეტროთი გადაადგილება ნებისმიერი მგზავრისთვის უფასო იქნება.

ასევე, 12 და 13

აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება. ამ დღეებში მითითებული ავტობუსებით მგზავრობა უფასოა.

ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სასაფლაოებისკენ:

  • მუხათგვერდი და ვაშლიჯვარი;
  • კუკია და ახალი კუკია;
  • მახათა და საბურთალო;
  • ღრმაღელე, ველი და ვარკეთილი.

 

წყარო: BusinessMedia

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები