ჩხოროწყუში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა,

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კანონდარღვევა გამოავლინეს.

არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ.წ. (სოფელი ლეწურწუმე), სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით საქონელს კლავდა. სამართალდამცველებმა ადგილზე დალუქეს გაურკვეველი წარმომავლობის, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის

ხორცი.

აღნიშნული ფიზიკური პირი დაჯარიმდა და აეკრძალა საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მაღალ რისკს შეიცავს. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება.

ცნობისთვის: ჯანმრთელობის ნიშანდება არის ცხოველის ტანხორცზე დასმული აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქტმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით.


 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები