მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ
უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით,
იზოლირებულად და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი
დაუდასტურდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა
შესაბამის უწყებას და უკვე დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები,
რის ფარგლებშიც დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი და ჩატარ
და
დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარშიც.
სააგენტო განმარტავს რომ, პარალელურად მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი
ცხოველების ვაქცინაცია და დაწესდა მკაცრი ზედამხედველობა მათ
ჯანმრთელობაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე, კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის
დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ
შესაბამის სამსახურებს.