დღეიდან, Temu-ზე, Wizzair-ზე და სხვა მსგავს უცხოურ პლატფორმებზე, საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ჩამოგეჭრებათ
დღეიდან, უცხოურ პლატფორმებზე, საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ჩამოგეჭრებათ. აღნიშნული სიახლის შესახებ SMS-შეტყობინებები „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ გაუგზავნეს მომხმარებლებს.

ცნობისთვის, უცხოურ პლატფორმებში შედის საიტები და აპლიკაციები როგორიცაა: Temu, PayPal, Wizzair, Turkish Airlines და ა.შ.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკომისიო არ გავრცელდება ტაქსის თუ მიტანის სერვისის უცხოური კომპანიების (Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და ა.შ.) ადგილობრივ გადახდებზე.

რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, დღეიდან საერთაშორისო პლატფორმებზე „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ ბარათებით გადახდისას იმოქმედებს ნივთის/მომსახურების ჯამური ღირებულების 1.5%-იანი საკომისიო.

საკომისიო გავრცელდება მხოლოდ ლარში ანგარიშსწორებისას და ნებისმიერ შენაძენზე მაქსიმალური ოდენობა იქნება 10 ლარი.

ამასთან, 5 ლარამდე ტრანზაქციებს საკომისიო არ

შეეხება.

აღსანიშნავია, რომ საკომისიო გავრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათით გადახდისას (როგორც ფიზიკური პირის (მათ შორის მოსწავლის ბარათით), ისე ბიზნეს ბარათით).

როგორც ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმისათვის რომ მოქალაქეს არ მოუწიოს დამატებითი საკომისიოს გადახდა, ნივთის შეძენისას თუ ონლაინ პლატფორმას ამის შესაძლებლობა აქვს, ანგარიშსწორების ვალუტად ლარის ნაცვლად, უცხოური ვალუტა უნდა აირჩიოს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები