„ახალი რეკორდი - იანვარ-მარტში საქართველოში 1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა“ - ტურიზმის ადმინისტრაცია
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997 529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით ანუ 38 582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1 300 505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი

შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით ანუ 14 323 ვიზიტით ნაკლებია.

3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238 368 შეადგინა. ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96 226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.2%-ით მეტია:
  • გერმანია +37.6%
  • პოლონეთი +34.3%
  • გაერთიანებული სამეფო +45.7%
  • იტალია +70.7%
  • საბერძნეთი +21.7%
  • საფრანგეთი +24.7%
  • სლოვაკეთი +87.6%
  • ლიეტუვა +29.9%
  • ესპანეთი +44.4%
  • ნიდერლანდები +25.8%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:
  • ჩინეთი +48.6%;
  • ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%;
  • კორეის რესპუბლიკა +67.2%;
  • შვეიცარია +33.7%.
ირანში მიმდინარე ომი ნეგატიურად აისახა რამდენიმე ქვეყნიდან, საქართველოში ვიზიტორების მაჩვენებელზე, თუმცა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ვიზიტორების რაოდენობა წლიურად მაინც გაზრდილია,“ - ვკითხულობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციის ცნობით, ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე შემდეგი ქვეყნებიდან:
  • ირანი -48.8%-ით შემცირდა;
  • ინდოეთი -29.5%-ით შემცირდა;
  • ისრაელი -17.5%-ით შემცირდა.
თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში, ჯამში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება ვიზიტორთა 8.2%-იანი ზრდა:
  • საუდის არაბეთი +36.3%;
  • ბაჰრეინი +20.9%;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%;
  • ქუვეითი -18.7%;
  • კატარი -7.4%;
  • ომანი +1.1%.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები