საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს,
1983 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს, ცივი იარაღის დემონსტრირებითა და
სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების
საფუძველზე მისულ
სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა
გაუწია.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად ა.ხ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
და 353-ე მუხლებით, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.