გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში
გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფლებში – ლეღვაში, მუხაესტატეში, ჩიქუნეთში,
ბარათაულში, ჟანივრში, ბრილში, ქიძინიძეებსა და გომარდულში,
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის
ხე-მცენარეები.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 57 მრგვალი ხე-ტყე, მათ შორის
52 წიწვოვანი და 5 „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის მორი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ
ბუნებრივი რესურსების დაცვა მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები
გარემოსდაცვითი სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უკანონო
ტყითსარგებლობის გამოვლენასა და აღკვეთას.