სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმის ფარგლებში ახალი პროგრამის განხორციელებას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმის ფარგლებში ახალი პროგრამის განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ხდება ცნობილი.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებთან აგრორეფორმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაშა დოლიძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო რეფორმის შინაარსი, რომელიც ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, სახელმწიფო უკვე 10 წელზე მეტია ახორციელებს მიზანმიმართულ პოლიტიკას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაც ქმნის საფუძველს, რომ დარგი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„დღევანდელი შეხვედრა ასოციაციებთან სამუშაო ფორმატში სწორედ ამ მიზანს ემსახურება - არსებული გამოცდილების გამოყენებით გადავიდეთ თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს როგორც

ექსპორტის პოზიციების გაძლიერებას, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დაგეგმილია რამდენიმე მოდიფიკაცია, რომელსაც ახალი პროგრამის მეშვეობით ვგეგმავთ“,
- განაცხადა ლაშა დოლიძემ.

დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის დიალოგი მნიშვნელოვანია ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული რეფორმის განხორციელებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: BusinessMedia

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები