მიქსერი, ჩოფერი, ბლენდერი - მარნეულის მერიამ ბაღებისათვის 165 166 ლარის ტექნიკა იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღებში სამზარეულოს ტექნიკის შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ორი ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „TRG Group“-თან და მისი საერთო ღირებულება 165 166 ლარს შეადგენს.

122 700 ლარად შეიძინა მუნიციპალიტეტმა მიქსერები, ხელის ბლენდერები, ბოსტნეულის საჭრელები, გაზქურა და სხვა.

  • 4 ცალი მიქსერი, თითოს ღირებულება - 430 ლარი
  • 4 ცალი ხელის ბლენდერი, თითოს ღირებულება - 300 ლარი
  • 4 ცალი ბოსტნეულის საჭრელი,

    თითოს ღირებულება - 1250 ლარი
  • 4 ცალი ჩოფერი თითოს ღირებულება - 75 ლარი
  • 4 ცალი კარტოფილის სათლელი, თითოს ღირებულება - 1800 ლარი
  • 5 ცალი ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა, თითოს ღირებულება - 550 ლარი
  • 4 ცალი ცომსაზელი, თითოს ღირებულება - 1600 ლარი
  • 19 ცალი კონვექციური ღუმელი 6 საცხობი ლანგარით, თითოეულის ფასი– 4300 ლარი
  • 1 ცალი ელექტრო ქურა - 3850 ლარი
  • 3 ცალი ელექტროქურა, ერთეულის ფასი - 3750 ლარი
  • 7 ცალი ელექტრო სასწორი პატარა (საყოფაცხოვრებო) – 85 ლარი
  • 7 ცალი ელექტრო სასწორი დიდი - 105 ლარი
მერიის კიდევ ერთი ტენდერი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტმა 8 ერთეული ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა, 30 ცალი სტელაჟი, 23 უჟანგავი მაგდა, 19 ცალი გორგოლაჭებიანი მაგიდა და 5 ცალი სამზარეულოს დუში იყიდა, ჯამში 42466 ლარი გადაიხადა.

უნიციპალიტეტმა ტექნიკა უმეტესად ოთხი საბავშო ბაღისათვის, ქ. მარნეულის მე-5 საბავშვო ბაღი (ქ.მარნეული იალღუჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), ქ. მარნეულის მე-2 საბავშვო ბაღი (ქ.მარნეული 20 იანვრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), წერეთლის საბავშვო ბაღი, და შულავრიის საბავშვო ბაღისათვის იყიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები