მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მიმდინარე საპროტესტო
აქციის
დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობა
ელოდება.
ამბობენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე დაკავებულებს არ
გაანთქვისუფლებენ.
როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
მუხლით ორი ადამიანი დააკავეს.
აღნიშნული მუხლი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადგილობრივი ფერმერები დილიდან შეიკრიბნენ და პროდუქციის
რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მარნეულის მერთან,
დაურ ისმაილოვთან
შეხვედრას ითხოვდნენ.
თუმცა, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, მერი ადგილზე არ მივიდა, რამაც
ვითარების დაძაბვა და მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა გამოიწვია.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე
შეხვდა და ის ამ დრომდე ადგილზე იმყოფება.