შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის
პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, კირკიტაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
უფროსის მოადგილის
თანამდებობას.
2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის
თანამდებობაზე.
სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც
ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში.