2025 წელს ფულის გათეთრებისთვის ეროვნული ბანკის მიერ 9.6 მლნ ლარამდე
მოცულობის ჯარიმაა გამოწერილი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025
წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა.
ამავე ანგარიშის თანახმად, სებ-ის მიერ გამოწერილი ჯარიმების 82%
სავალუტო ჯიხურებზე მოდის.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით, 2025 წლის განმავლობაში, ფინანსური სექტორის 50
წარმომადგენელი შემოწმდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წელს ყურადღება დაეთმო
საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის დადგენის პროცესს.
2025 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 9 588 950 ლარი
შეადგინა,“ - აღნიშნულია სებ-ის 2025 წლის საქმიანობის
ანგარიშში.
რაც შეეხება გამოწერილი ჯარიმების მოცულობას, სხვადასხვა საფინანსო
ინსტიტუტების მიხედვით, მონაცემები ასეთია:
- კომერციული ბანკი - 330 000 ლარის ჯარიმა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 287 200 ლარის ჯარიმა;
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 60 000 ლარის ჯარიმა;
- ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი - 470 000 ლარის
ჯარიმა;
- საბროკერო კომპანია - 71 600 ლარის ჯარიმა;
- საინვესტიციო ფონდი - 4 000 ლარის ჯარიმა;
- აქტივების მმართველი კომპანია - 2 000 ლარის ჯარიმა;
- სესხის გამცემი სუბიექტი - 497 000 ლარის ჯარიმა;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 7 867 150 ლარის ჯარიმა.