სასაზღვრო პოლიციამ ვალეში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 2 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს დაბადებული ბ.პ.

გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის

ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები