გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე
წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო
ტყითსარგებლობის 651 ფაქტი.
მათივე ცნობით, იანვარ-აპრილში დალუქულია 20 უკანონო სახერხი
საამქრო.
"ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის
პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის
მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება
სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ
შეტყობინებაზეც",- აღნიშნავენ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტში.