შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი — 1974 წელს დაბადებული
ნ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო
ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.