შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით
წარსულში ნასამართლევი — 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში,
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით დაჭრა მეზობელი — 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
მიღებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად
ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.