2 მლრდ დოლარი და 6 ცათამბჯენი თბილისის ცენტრში - როგორი იქნება „ტრამპთაუერ თბილისი“
ამერიკული გამოცემა Newsweek-ი „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის რენდერებს აქვეყნებს და წერს, რომ პროექტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გამოცემის ინფორმაციით, განაშენიანების რენდერის მიხედვით, რომელიც Newsweek-ს გაუზიარეს, კოშკი, რომლის თავზეც ოქროსფერი ასოებით აწერია სახელი - Trump, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში უნდა აშენდეს.

პუბლიკაციის თანახმად, 70-სართულიანი ცათამბჯენის საინვესტიციო ღირებულება 2 მლრდ დოლარს შეადგენს.

Newsweek-ის ცნობით, Gensler-ის მიერ დაპროექტებული „თბილისი დაუნთაუნის“

კომპლექსი 6 კოშკისგან იქნება შემდგარი, რომელთა ცენტრალურ ნაწილსაც „ტრამპთაუერ თბილისი“ წარმოადგენს.

პროექტი, დაახლოებით, 600 000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება და ის ბიზნესცენტრს, ლუქს კლასის სავაჭრო სივრცეებს, მაღალი კლასის სასტუმროს, კვებისა და გასართობ ობიექტებს გააერთიანებს.

“პროექტი Trump Organization-ის გლობალური ექსპანსიის ბოლო დანამატია, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საოჯახო ბიზნესის მიერ ხორციელდება.

სამეთვალყურეო ორგანიზაციის, CREW-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე, 24 „ტრამპის“ ბრენდის პროექტის დაგეგმვას, მშენებლობასა და გახსნას გეგმავს“, -
წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დედაქალაქში „ტრამპთაუერ თბილისი“ უნდა აშენდეს. დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენის აშენებას ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გეგმავს.

Trump Organization-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს განხორციელდება, ცათამბჯენი კი საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები