საქართველოში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 45 უცხოელი დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი. მათ შორის არიან კენიის, თურქმენეთის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ყაზახეთის, პაკისტანის, ალჟირის, ტაილანდის, უგანდის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ტანზანიის, ეთიოპიის, ნიგერიისა და სუდანის მოქალაქეები.

სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების

ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

{{AUDIO}}

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები