შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს,
ხოლო სამი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა
თანამზრახველებთან ერთად თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ
შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა მოდელის 42 მობილური ტელეფონი და თანხა
მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დანაშაულის
ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი
ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.