საქართველოს ამერიკული მანქანების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
თუ 2025 წლის იანვარ-მარტში აშშ-დან იმპორტირებული ერთი მსუბუქი
მანქანა საშუალოდ 12 780 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 11 730
დოლარამდე შემცირდა. (შენიშვნა - მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი
შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში
საქართველომ აშშ-ში 475.732 მლნ
დოლარის ღირებულების 37 232 ერთეული
მანქანა იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი 365.815 მლნ დოლარის 31
181 ერთეული.
რაც შეეხება მთლიან იმპორტს, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში
856.044 მლნ დოლარის 47 425 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა,
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი 632.249 მლნ დოლარის
ღირებულების 40 182 ერთეული. შესაბამისად, ერთეულის ფასი 18 050
დოლარიდან 15 735 დოლარამდე, თითქმის 13%-ით შემცირდა. (ამ
შემთხვევაშიც მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა, უფრო
ნაკლები, ან ძვირი იყოს).